მთავრობის სხდომას „რესპუბლიკელი“ მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრებიან

მთავრობის სხდომას „რესპუბლიკელი“ მინისტრები, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრებიან.

„რესპუბლიკულ პარტიას“ უკვე გაკეთებული აქვს განცხადება, რომ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეშვილი თანამდებობებს დატოვებენ.

თუმცა, არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც სამინისტროს პრესსამსახურებში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათ განცხადება უკვე დაწერილი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ხიდაშელი და ზაქარეიშვილი არც გუშინ გამოჩენილან მთავრობის ადმინსიტრაციაში, როდესაც პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა.

ამასთან, 15:00 საათისთვის თინა ხიდშელი საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად კრწანისის სამხედრო ბაზაზე “დიდგორი 2016”-ის მიდინარეობს გაეცნობა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ა.ა.ი.პ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებული ანგარიშს პასუხობს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაცია, ერთი წლის განმავლობაში, უფასო იქნება