თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაცია, ერთი წლის განმავლობაში, უფასო იქნება

მიწის რეგისტრაციის რეფორმის პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ამ სერვისით ისარგებლონ უფასოდ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ამ რეფორმით საბოლოოდ მოგვარდება უზუსტო საამზომლო ნახაზების პრობლემაც.

“იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, კანონით თუ იმ აქტების ძალით, რომელსაც დღეს დავამტკიცებთ, იქნება სრულიად უფასო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ ის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია უზუსტო საამზომლო ნახაზი, რაც გლეხს უქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას და ერთი წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაიკანონოს ის მიწა, რასაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ახერხებდა”,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრმა მიმართა იუსტიციის მინისტრს, რომ შექმნას მექანიზმები, რომლის მიხედვითაც გამორიცხული იქნება ყველანაირი რისკები და ამ კანონის ბოროტად გამოყენება. გიორგი კვირიკაშვლის თქმით, მნიშვნელოვანია, სწორი და გამჭვირვალე მექანიზმებით მოხდეს მიწის დარეგისტრირება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომას „რესპუბლიკელი“ მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრებიან
შემდეგი სტატია(video) ობამამ კლინტონს აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი უწოდა