მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში ამ წუთებში მინისტრები იკრიბებიან. სხდომა 9:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით მინისტრები 33 საკითხს განიხილავენ. მათგან ორი საიდუმლო პროექტია.
სხდომის უმეტესი ნაწილი ექკონომიკური გუნდის მინისტრებს დაეთმობათ. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების განხორციელებას დააყენებს დღის წესრიგში. იგი ასევე ისაუბრებს საქართველოში არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაციისა და კერძო დაგროვებითი
საპენსიო სისტემის დანერგვის შესახებ.
ფინანსთა მინისტრიც განსახილველად კოლეგებს რამდენიმე საკითხს წარუდგენს, მათ შორის ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების დეტალური პროექტის
დაფინანსების და ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების საკითხს.
ფინანსთა სამინისტროს მოხსენებაშია ასევე რამდენიმე სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე ისაუბრებს.

მთავრობის სხდომას თბილისი მერიც დავით ნარმანიაც დაესწრება. ნარმანია პარკი ,,მზიურის“ რეაბილიტაციისთვის ელექტრონულ გამარტივებულ ტენდერს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში “თავისუფალი ზონის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს