ამ წუთებში მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ დღეს დილით ზუგდიდი- თბილისის მიმართულებით რეისი უნდა განეხორციელებინა. შეკრებილები კვლავ აპროტესტებენ ამ კომპანიის ზუგდიდში შემოსვლას. აქციაზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია მძღოლი ბესო თაქთაქიშვილი, რომელიც კომპანია “მეტრო პლუსის” ოფისთან მწოლიარე პროტესტის გამართავას აპირებდა. სამართალდამცველებმა ბესო თაქთაქიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მძღოლების განცხადებით, კომპანიების რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. ისინი “მეტრო პლუსის” სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ.