მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა “ეროვნული ძალის” აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მოძრაობა “ეროვნული ძალის” აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი კავკასიის რეგიონში არსებულ რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

„ჩვენ ასევე ვაპროტესტებთ ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელების შეთანხმებას და ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილის ჩეჩნეთისთვის გადაცემას“, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. აქციას “საქართველოს ეროვნული ერთობის” აქტივისტებიც შეუერთდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება
შემდეგი სტატიაშს მინისტრი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას ხვალ შეხვდება