შს მინისტრი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას ხვალ შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს ხვალ, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნაცვლიშვილი ავრცელებს

“ბატონ გიორგი გახარიას სამინისტროში ხვალ შევხვდები. დღეს დამირეკეს დეტექტივების სამსახურიდან”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის თხოვნით გუშინ მიმართა. გახარიამ მასთან შეხვედრის სურვილი გუშინვე გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა “ეროვნული ძალის” აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ
შემდეგი სტატიაბულგარეთის პოლიციამ ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა