მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიაქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან