ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე დღეს ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან. კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ხუთი ადამიანია მოთავსებული, ხუთიდან ერთი პაციენტის პასუხი უარყოფითია. მათ შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელია და ერთი მესაზღვრე, რომელთაც შეხება ჰქონდათ მოქალაქესთან, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ოთხი პაციენტის ანალიზები კი, ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს დღეს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიაგლდანში, ხერგიანისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს