საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეორედ სტუმრობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეორე ოფიციალური ვიზიტი. არჩევის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გაიმართა. მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში7 მარტამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა