მთავრობამ შესაძლოა დღეს მორიგი რეკომენდაციები გასცეს – პრემიერის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იმართება

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრთან მთავრობისა და პარლამენტის წევრები არიან შეკრებილები.

სავარაუდოდ სხდომის დასრულების შემდეგ ხელისუფლება მოქალაქეებისთვის დამატებით რეკომენდაციებს გასცემს. შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

შეგახსენებთ, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიცა რეკომენდაციები, რომელიც განსაკუთრებით 60-წელს გადაცილებულ მოსახლეობას შეეხო.

მთავრობა მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება