“მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში სამხედრო ექიმები და საველე ჰოსპიტლები ჩართოს”

კლინიკების ასოციაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს დროულად წარმოადგინოს პანდემიის მართვის სამოქმედო გეგმა, ასევე სახელმწიფომ კორონავირუსთან ბრძოლაში, ჩართოს სამხედრო ექიმები და გახსნას საველე ჰოსპიტლები.

“მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, საქართველოს კლინიკებში, ამისათვის საჭირო გახლავთ, დავახმაროთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორს თავდაცვის სამინისტროში არსებული სამხედრო–სამედიცინო ძალები, უნდა გამოვიყენოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები, ჯანდაცვის სამინისტროში გამოჩნდა მრავალი მანკიერი ხარვეზი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს სისტემას, მანკიერება და ხარვეზი გამოჩნდება იქ, სადაც არის ნაკლები კვალიფიკაცია.” – ამბობს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ, გიორგი გახარიას სახელზე, ღია წერილობითი მიმართვაც გამოაქვეყნა, რომლის საპასუხოდ,დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ საველე ჰოსპიტლების გაშლა და სამხედროების ჩართვა არ იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიჯანგირაშვილის პეტიციას ოპოზიცია და NGO-ები უერთდებიან
შემდეგი სტატიაიმედის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა