იმედის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის იმედის კლინიკაში გინეკოლოგად მუშაობდა.

კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლებად ონკოლოგიური დაავადება და დიაბეტი ჰქონდა.

მათივე ცნობით, ზაზა იმერლიშვილი კახეთში დაინფიცირდა. ვირუსი აღმოაჩნდა ექიმის ოჯახის წევრებსაც. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ იგი, დაახლოებით, ერთ კვირაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში სამხედრო ექიმები და საველე ჰოსპიტლები ჩართოს”
შემდეგი სტატიასაია: მოვუწოდებთ სასამართლოს, შეისწავლოს საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა