„მთავარია დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს სწორი კომუნიკაცია” – “ენმ” თურქეთს თანადგომას უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

თურქეთს და თურქ ხალხს თანადგომას უცხადებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ბრიფინგი პარტიის ლიდერებმა გიგი წერეთელმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამართეს. ნაციონალური მოძრაობა გმობს თურქეთში მომხდარ ფაქტს და მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულად და უსაფრთხოდ იყვნენ.

„მთავარია დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს სწორი კომუნიკაცია და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რამე გართულებები თავიდან იყოს აცილებული და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. ამას, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ხელისუფლებაც, თავის მხრივ გააკეთებს,“ – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო – საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თქმით, ის ფაქტი, რომ თურქეთში სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, ეს დამშვიდების საბაბს იძლევა.

თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყურადღების საგანი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც არსებული ვითარების გამო, პრობლემები შეექმნათ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, დახმარება გაუწიოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ჩარკვიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიანიცას ტერაქტის საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს