ნიცას ტერაქტის საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს

საფრანგეთის ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში, ხუთი ეჭვმიტანილის დაკავება მოხდა. მათგან სამი დღეს დილით დაიჭირეს. ჯერჯერობით მათი სახელები და გვარები არ ვრცელდება. გამოძიება ნიცაში მომხდარის მოტივების დადგენას ცდილობს. ჯერჯერობით გამოძიებას სიახლეები არა აქვს.
გუშინ დააკავეს დამნაშავის ყოფილი ცოლი.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, გვიან ღამით ნიცაში სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულია 84.

მანქანას საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნიზელი მოჰამედ ბულელი მართავდა. ის პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
მომხდარი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ფრანსულა ოლანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს საფრანგეთში დაღუოულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაში„მთავარია დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს სწორი კომუნიკაცია” – “ენმ” თურქეთს თანადგომას უცხადებს
შემდეგი სტატიათურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა