მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი გოგაძე კანდიდატურას ხსნის

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი გოგაძე კანდიდატურას ხსნის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათი ცნობით, 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატად წარადგინა მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გოგაძე.

„გიორგი გოგაძე მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციას გამოცხადებული ნდობისთვის, თუმცა წარდგენა მთავარი პროკურორის კანდიდატად მოხდა მასთან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე. გიორგი გოგაძის სამომავლო გეგმებში არ შედის აღნიშნული თანამდებობის დაკავება და შესაბამისად, ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია გამოიკვეთება
შემდეგი სტატიალარსის საბაჟოსთან გაუჩინარებული ბესლან წუწაშვილის დედა სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს