ლარსის საბაჟოსთან გაუჩინარებული ბესლან წუწაშვილის დედა სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს

ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებაზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ წუწაშვილმა 6 ივნისს საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. ამის შემდეგ პანკისის ხეობის მკვიდრის ადგილსამყოფელი დღემდე გაურკვეველია.

წუწაშვილის დედა ხეობიდან დღეს თბილისში ჩასვლას და სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეცდება.

„ჩემი შვილი არის საქართველოს მოქალაქე. ის რომ ტერორისტი ყოფილიყო, ამათ უნდა დაეკავებინათ. საკუთარი მოქალაქის ბედით ხომ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო და ის მაინც გაარკვიოს, სად იმყოფება“, ამბობს ლეილა უმაროვა.

თანმხლები პირების გადმოცემით, 28 წლის ბესლან წუწაშვილი ორი კვირის წინ ლარსის საბაჟოს გავლის შემდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა. ოჯახი 28 წლის ბესლან წუწაშვილის პოვნაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ოჯახის წევრები ათ დღეზე მეტია ვერ უკავშირდებიან. ხეობაში ამბობენ, რომ ბესლანი ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში მიდიოდა, რუსეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს და ამის შემდეგ ოჯახს აღარ დაკავშირებია.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი გოგაძე კანდიდატურას ხსნის
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს