მთავარი პროკურორის პოსტისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს

მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. ამ პოსტზე სულ 21 კანდიდატი იყო წარდგენილი. მას შემდეგ, რაც წარდგენილებიდან რამდენიმემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, კონკურსში მონაწილეობას 18 პირი აგრძელებს.

მთავრაი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების სია ასეთია: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, ჯემალ გახოკიძე, შალვა თადუმაძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, კოტე ჭილაია, (საქართველოს მთავარი პროკურორის პოზიციაზე საკუთარი თავი თავად წარადგინა, ლევან ძნელაძე, თეიმურაზ ონიანი.

მთავარი ბრძოლა სავარდოდ ორ მათგანს მოქმედ პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შალვა თადუმაძეს შორის გაიმართება.

საპროკურორო საბჭომ არჩევანი იმ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, რომელთაც მათ იუსტიციის მინისტრი წარუდგენს.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, ეს კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მთავარი პროკურორი თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. ზაზა სარალიძე გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ზაზა სარალიძის მამაა. 31 მაისს მან სასამართლოს განაჩენი გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ორი ბრალდებულისგან არცერთს დაუდასტურდა მისი შვილის განზრახ მკვლელობა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 19 ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2015 წლებში კი – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს ფსიქოლოგების მონაწილეობით დაკითხავს
შემდეგი სტატიასუს-ის ზუგდიდის განყოფილების უფროსმა, გოგი ნაჭყებიამ თანამდებობა დატოვა