სუს-ის ზუგდიდის განყოფილების უფროსმა, გოგი ნაჭყებიამ თანამდებობა დატოვა

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, გათავისუფლებულია სუს-ის ზუგდიდის განყოფილების უფროსი გოგი ნაჭყებია.  გავრცელებული ცნობით, თავის დროზე ეს შტატი ბევრისთვის საშიშ ნაჭყებიას სპეციალურად გაუხსნეს. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ნაჭყებია მუშაობას. თუმცა როგორც ამბობენ, ირაკლი ალასანიას კადრი, შემდეგ კი სოსო გოგაშვილის მეგობარი რიგით სამსახურზეც უარს არ ამბობს. მისი შემდგომი მოღვაწეობა “ქათქათა ბათუმს” უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის პოსტისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს
შემდეგი სტატიათბილსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა – დამწვარია სახლის ნაწილი