ოთარ კახიძე : საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს ფსიქოლოგების მონაწილეობით დაკითხავს

საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს ფსიქოლოგების მონაწილეობით დაკითხავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხდა.

„არასრულწლოვნების გამოკითხვა და მათგან ახსნა-განმარტების მიცემა მოხდება პროფესიონალი ფსიქოლოგების მონაწილეობით იმისთვის, რომ არასრულწლოვნებს არ მიადგეთ დამატებითი სტრესი და არ ჰქონდეთ ოფიციალური გარემო, რომელიც პარლამენტში გვაქვს სრულწლოვნებისთვის. ჩვენ მათგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც დამუშავდება საქმის მასალებთან ერთად და დაედება საფუძვლად კომისიის შემდგომ დასკვნებს,’’ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა შაბათს, 7 ივლისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინათია მიქელაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენაზე – არ მგონია, ჩვენი ან პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყოს, რომ ეს საკითხი დავის საგანი გახდეს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის პოსტისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს