მთავარი პროკურორი ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არის

მთავარი პროკურორი ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არის. ამასთან ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს პრეზიდენტთან მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მასთან ანგარიშვალდებული არ არის.

“ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან ვითანამშრომლოთ. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. მოგვმართავს ოფიციალურად შესაბამისი კითხვებით და ჩვენ მზად ვართ პასუხები გავცეთ. რაც შეეხება ფოტოგრაფების საქმეს მე მინდა გითხრათ რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენს საქმეს გრიფი არ ადევს გრიფი ედო ძველ საქმეს. ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერისა და სოკარის ხელმძღვანელის შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება
შემდეგი სტატია„2019 წელს ჩვენ გვექნება საშუალება დამატებითი მოცულობა მივიღოთ “შაჰდენიზიდან“