„2019 წელს ჩვენ გვექნება საშუალება დამატებითი მოცულობა მივიღოთ “შაჰდენიზიდან“

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ტექნიკურად აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიღება შეუძლებელია.

მისი თქმით, დამატებითი გაზს საქართველო წლების განმავლობაში რუსეთიდან იღებდა, რაც ალბათ მომავალშიც გაგრძელდება.

„მოცულობები რომ არ გააჩნია აზერბაიჯანს, ეს ჩვენგან არ გაჟღერებულა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ტექნიკურად დღეს შეუძლებელია. ეს წლების განმავლობაში ასეა და ამ დეფიციტს ჩვენ ვავსებდით „გაზპრომის“ გაზით. ეს წლების განმავლობაში ასეა, ალბათ მომავალშიც ასე მოხდება. თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა ტექნიკურად, რომ პრობლემის მოგვარება მოხდეს. გასაკეთებელი იქნება დამატებით ინფრასქტრუტურა, კომპრესორები იქნება გასაკეთებელი, რომ ამ მილსადენებით დამატებითი მოცულობები მივიღოთ. ასევე მნიშნელოვანია „შაჰდენიზის“ მეორე ფაზა, რომლზეც მუშაობა დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს სამუშაოები. 2019 წელს ჩვენ გვექნება საშუალება დამატებითი მოცულობა მივიღოთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არის
შემდეგი სტატია“გაზსაცავის მშენებლობის პროექტით “სოკარი” დაინტერესდა”