“მთავარი არხის” ეგზიტპოლის შედეგები

დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? – “მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

თბილისი

ნიკა მელია – 51%
კახა კალაძე – 49%

ზუგდიდი

ანზორ მელია – 53%
მამუკა წოწერია – 47%

ბათუმი
გიორგი კირთაძე – 51%
არჩილ ჩიქოვანი – 49%

რუსთავი
დავით კირკიტაძე – 53%
ნინო ლაცაბიძე – 47%

ქუთაისი
ხატია დეკანოიძე – 53%
იოსებ ხახალეიშვილი – 47%

ეგზიტპოლი ჩატარდა “მთავარი არხის” დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია “ანოვამ”. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში საჯარო მოხელე გაიქცა და სიები გადააგდო
შემდეგი სტატია„გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები