„გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი:

კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57,2%;

ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8%

რუსთავი:

ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53,8%;

დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,2%.

ქუთაისი:

იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,9%;

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 48,1%.

ბათუმი:

არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50,8%;

გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49,2 %.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

წინა სტატიაში“მთავარი არხის” ეგზიტპოლის შედეგები
შემდეგი სტატიაარჩევნები მოგებულია – ახლა ხმების დაცვის დროა – ნიკა გვარამია