მთაწმინდის რაიონში ქუჩიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ქუჩიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 450 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად, დავასრულეთ ქუჩიშვილის ქუჩა. ასევე, ვერაზე რეაბილიტირდა ნიკოლაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩებზე ბოლო ათწლეულებია გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

banner
წინა სტატიაში”ევროპული საქართველო” განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატიავემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას-ვაშაძე