მტერი ყოველდღიურად, სულ მცირე ასობით სამხედრო პერსონალს კარგავს – არესტოვიჩი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად, სულ მცირე, ასობით სამხედრო პერსონალს კარგავენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა .

მისი თქმით, რუსებს ახლა უდიდესი ძალისხმევა იზიუმის მიმართულებით, „აზოვსტალზე“ და ხერსონ-კრივოი როგის, ხერსონ-ნიკოლაევის მიმართულებებზე მიაქვთ.

„ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც ისინი ჯარების კონცენტრირებას ახდენენ. ისინი ჩვენს პოზიციებზე შეტევასა და შტურმს არტილერიითა და თვითმფრინავებით აგრძელებენ, მაგრამ ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია ნამდვილად მოითხოვს იმ გამბედაობას, რაც ჩვენ ნამდვილად გვაქვს… ჩვენი ჯარები წარმატებული თავდაცვითი ოპერაციის განხორციელებას აგრძელებენ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაში29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების შესახებ იმსჯელებს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში მდებარე კუტუზივკაზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს