უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში მდებარე კუტუზივკაზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს

ხარკოვში უკრაინამ სოფელ კუტუზივკაზე სრული კონტროლი დაიბრუნა – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, მტრის ქვედანაყოფებმა შეტევა სცადეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე ხარკოვის სხვა დასახლებებში, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უკან დაიხიეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მტერი ყოველდღიურად კარგავს პერსონალის მინიმუმ ერთ ასეულს.

banner
წინა სტატიაშიმტერი ყოველდღიურად, სულ მცირე ასობით სამხედრო პერსონალს კარგავს – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე: საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში სრულ წარმოდგენას იძლევა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ