მსოფლიოში ანომალური სიცხეები – ხალხი იხოცება, სახურავები დნება, ფოლადი ფართოვდება და იღუნება

 

ექსტრემალური სიცხე, რომელიც კანადის სხვადასხვა რაიონებშია, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, რეკორდს აღწევს, აზიანებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ხანძრების მიზეზები ხდება და მედიკოსებში განგაშს იწვევს.
მიმდინარე მომენტში კანადის კვებეკის პროვინციაში სიცხისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლი, ძირითადად ხანდაზმულები არიან, ან პირები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ექიმების ინფორმაციით, გარდაცვლილების საცხოვრებელ ფართში კონდიციონერები არ ეყენა – “ბიბისი” წერს.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები ხალხს რეკომენდაციას აძლევს განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ – მუდმივად თან ჰქონდეთ დასალევი წყალი, შეეცადონ კონდიცირებულ შენობებში იყვნენ და მეზობლებს მიხედონ.

მონრეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დღიურად 1200 ზარს იღებს, რაც ჩვეულებრივზე სამჯერ მეტია.
ბრიტანეთში, მათ შორის გლაზგოსა და ბელფასტში სიცხეებისგან დეფორმირებულია რელსები, დნება სახლის სახურავები. “მზის პირდაპირი მცხუნვარების გამო რკინიგზის რელსებზე ტემპერატურა, შესაძლებელია 20 გრადუსზე მეტი იყო, ვიდრე ირგვლივ, ამის გამო ფოლადი ფართოვდება და შესაძლებელია რელსები გაიღუნოს” – “ტვიტერში” შოტლანდიის რკინიგზის სამმართველომ გაავრცელა.

ანომალური სიცხის გამო ერთ-ერთი უცნაური შემთხვევა ნიუკასლში მოხდა, სადაც მამაკაცს სიცხისგან გამდნარ ასფალტში ფეხი ჩაუვარდა.

ანომალური სიცხეებია ბაქოში, თბილისში, ერევანში, სამხრეთ რუსეთის რიგ ქალაქებში.

 

banner
წინა სტატიაში„მოვაგონებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყო მისი პოზიციები გაძლიერებული” – ვოლსკი უსუფაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაჭუბერში ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი წყალმა წაიღო