„მოვაგონებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყო მისი პოზიციები გაძლიერებული” – ვოლსკი უსუფაშვილს მიმართავს

დავით უსუფაშვილის განცხადებას, სადაც ის პრეზიდენტს პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

გიორგი ვოლსკისთვის გაუგებარია, სად დაიკავებს დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ ადგილს, რადგან ვოლსკი ფიქრობს, რომ უსუფაშვილის პოზიციები “ქართული ოცნების” მხარდაჭერით იყო გაძლიერებული.

„მოვაგონებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყო მისი პოზიციები გაძლიერებული. მოვიგონებ იმასაც, რომ პარტიულ ფორმატში გადანაცვლებამ საკმაოდ შეურყია მას, როგორც პოლიტიკოსს ავტორიტეტი, თუმცა იქამდეც საზოგადოებაში ძლიერი მხარდაჭერა „რესპუბლიკელებს“ არასოდეს ჰქონიათ. ასეთ მძიმედ შევსებულ პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკური ნიშების ასეთი შევსების პირობებში მე არ ვიცი დავით უსუფაშვილის ად მოძებნის ადგილს,“ -აცხადებს გია ვოლსკი.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს ღია წერილით მიმართავს და ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის ერთად აღებისკენ მოუწოდებს. “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე ახალი პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან ამბობს, რომ ქვეყანას “ქართული ოცნება” ვერ პატრონობს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა
შემდეგი სტატიამსოფლიოში ანომალური სიცხეები – ხალხი იხოცება, სახურავები დნება, ფოლადი ფართოვდება და იღუნება