მსოფლიომ უნდა გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტს დადგენილებით მიმართავს. დოკუმენტი პარტიის ლიდერებმა დღეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს.

შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე და ქართველი ერის ისტორიული გენოციდის შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინეს.

„მოსკოვის მიზანია, იხილოს საქართველო უქართველებოდ. დღეს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იმართება იმისთვის, რითაც ჩვენს მეგობრებს, მოკავშირეებს გავაცნოთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის მიმართ განხორციელებული ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ და ვთხოვოთ თავიანთ მთავრობებს აცნობონ. უნდა მსოფლიომ გვაღიაროსგენოციდის მსხვერპლად, ისევე, როგორც ეს მოხდა სომხების მიმართ, ჩვენი მეგობარი, მოძმე ებრაელების მიმართ და ეს პატარა ერები სწორედ ამან გადაარჩინა იმ მტრული გარემოცვიდან, რომელშიც ისინიც დღემდე იმყოფებიან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონოო – გორის საკრებულოს დეპუტატი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი შვებულებაში არ იმყოფება და განცხადებას გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე დღის ბოლოს გააკეთებს – პრეზიდენტის პრესსამსახური