რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონოო – გორის საკრებულოს დეპუტატი

რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონოო – ეს განცხადება, წევრმა მერაბ მახარაშვილმა გააკეთა. მახარაშვილი  სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა. დეპუტატი ამბობს, რომ წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გავლების დროს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დატოვონ.

“ეს რეზერვუარი ჰყვება იქით და თუ შესაძლებელია, არ შემოღობოთ და ხალხმა ისარგებლოს – მეთქი ამით, და კი ბატონოო” , – აცხადებს საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე, ქართულ მედიასთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, მავთულხლართების შემოვლების პროცესის განახლებისას რა ფართობის ტერიტორია მოჰყვება ცხინვალისა და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

banner
წინა სტატიაში“კონსორციუმიდან “კონტი ჯგუფის” გასვლა ნიშნავს, დასავლეთის გასვლას ანაკლიის პორტის პროექტიდან” – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიამსოფლიომ უნდა გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად – შალვა ნათელაშვილი