მსოფლიო პატრიარქი იერუსალიმის პატრიარქს რუსეთის დაკვეთის შესრულებაში სდებს ბრალს

უნეტარესო და უწმინდესო პატრიარქო იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, ქრისტე ღმერთის მიერ მეტად საყვარელო და ძვირფასო ძმაო და ჩვენი უბრალოების თანამწირველო ბატონო თეოფილე,

თქვენს უნეტარესობას ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებული პატივით მოგმართავთ.

სიხარულით ახლახანს მივიღეთ თქვენი მღვდელმთვრების წარმომადგენლობა კონსტანტინოპოლში ქრისტეს დიდ ეკლესიაში და გვქონდა მათთან თანამშრომლობის საშუალება, რის დროსაც შეხვედრას წმინდა სინოდის წევრებიც ესწრებოდნენ, სადაც თქვენი წარმომადგენლების მიერ წაკითხულ და განმარტებულ იქნა თქვენი ღვთაებრივი უნეტარესობის წერილი ჩვენს მიმართ (პროტ. 99 ამა წლის 21 იანვარი).

თქვენს ხელთ არსებული ჩვენი ამ წერილით ძმური პირდაპირობით, იმის გარდა რაც გასულ წელს გამოგიგზავნეთ (პროტ. 900 26 დეკემბერი), ახლაც წარმოგიდგენთ ძმური გულწრფელობით შემდეგ საკითხებს:

ნათელია, რომ თქვენი ეს ინიციატივა იოდანიაში, ამანში საერთომართლმადიდებლური შეხვედრის ორგანიზება, არ წარმოადგენს თქვენს ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ეს თქვენი ინიციატივაა, სინამდვილეში ამ ყოველივეს ავტორი თქვენ არ ხართ. გარდა იმისა, რომ ისტორიაში არ არსებობს და არც იეროკანონიკურად არ მტკიცდება მსგავსი მცდელობის წამოწყების შემთხვევა [ესე იგი იერუსალიმელის მიერ კრების მოწვევა- ნ. გ.], წარმოადგენს პრობლემატურს და რა თქმა უნდა, ის არ უყურებს მის ფასსა და მოგებას ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სხეულში.

შეუძლებელია გავიგოთ, რომ თქვენი უნეტარესობა აიგნორებს და უგულებელყოფს ამ ინიციატივის უარყოფით მხარეებს, თქვენი ამ ქმედებით, რომ რჩებით საწყის პოზიციაზე „ერთი ოჯახური შეხვედრის“ ჩატარების შესახებ, რომელსაც სინამდვილეში ერთადერთი მიზანი გააჩნია, მართლმადიდებელ ეკლესიაში სწორი დადგენილებების და მისი ეკლესიოლოგიური საუძვლების დამხობა. თუ თქვენი განცდა რეალური და ჭეშმარიტი ზოგადად იქნებოდა „მართლმადიდებლობაში არსებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი მართლმადიდებელი სოციუმი დგას ამ კრიზისულ პერიოდში“, მაშინ თქვენი უნეტარესობა მიჰყვებოდა ახლო წარსულში შემდგარი წმინდა და დიდი კრების მიერ ერთსულოვნად გადაწყვეტილ დადგენილებებს, რის მიხედვითაც თქვენ კონკრეტულად უნდა მოგემართათ ჩვენთვის დამატებითი ახალი და სასწრაფო არსებული საკითხების შესახებ, ერთობლივი არაოფიციალური კონსულტაციისა და მუშაობისათვის და სრული თავდაჯერებულობით გვრწამს, რომ ასეთ ფონზე, ჩვენი წმინდა ინსტიტუციების ურთიერთგადაკვეთა ერთობლივ ჭეშმარიტ გამოსავალს მოიტანდა.

მაგრამ, ისტორიის ეს კონკრეტული მოცემულობა, თუ გვსურს ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და კრძალულნი ღმერთის მიერ მოცემულ მსახურების წინაშე, წარმოადგენს და ემსახურება გარკვეული ადგილობრივი ეკლესიის მკაცრ უარს, მიიღოს და გაითავისოს მართლმადიდებლობის მიერ საუკუნეების განმავლობაში მიღებული საკითხები, რომლებსაც ეხმარება და ხელს უწყობს, ან კიდევ ბიძგს აძლევს, რუსეთის ფედერაცია. რამდენად მკაცრიც არ უნდა ვჩანდეთ ამ თეორიის გამო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გესმით თუ რა უარყოფითი შედეგებია სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. თუ აღმოსავლეთის ქრისტეს დიდი ეკლესია (მსოფლიო საპატრიარქო) ქედს მოუხრიდა იმ ზეწოლებს, მუქარებს, რის წინაშეც იდგა და დგას, რომელსაც გააჩნია წმინდა ტრადიციის ჭეშმარიტი საყრდენი, მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიას დაკარგული ექნებოდა ჭეშმარიტება და გარდაიქცეოდა ქრისტიანობის ერთ-ერთ ნაწილად, რომელიც მოერგებოდა დროულ მოთხოვნილებებს, ყოველგვარი ესქატოლოგიური პერსპექტივის გარეშე.

ამ საკითხის გამო არანაკლებ ტკივილს განვიცდით, რომელიც სულ იზრდება, თქვენი უნეტარესობის შემხედვარე, რომელიც ამ ზიანის მომტან მიზნებსა და გეგმებს უწევს პარტნიორობას. ეს არ აზარალებს მხოლოდ კონსტანტინოპოლის ქრისტეს დიდ ეკლესიას, არამედ ასევე სიონის ეკლესიასაც [ანუ იერუსალიმის საპატრიარქოს- ნ. გ.] და მოიცავს სრულიად მართლმადიდებელობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფლის ბრძანებას უნდა მივყვეთ: „იპყარ, რომელ-ეგე გაქუს“ (გამოცხ. 3, 11) და არ შეგვიძლია წმინდა მსოფლიო კრებების მიერ ბოძებული ჯვრისეული პასუხისმგებლობები უარვყოთ.

გვესმის ახალ ადგილობრივ ეკლესიათა სირთულე, რომელთაც უჭირთ აღიარონ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის პირველი საპასუხისმგებლო ადგილი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვამძიმებს, რადგან წარსულში მოწვეულ წმინდა კრებათა მიერ იგი სულიწმინდის ნაყოფია. ღმრთის ზოგიერთი ადგილობრივი წმინდა ეკლსიები ბოლო დროს მეტად დაინტერესებული არიან ჩვენი მსხვერპლისმიერი პასუხისმგებლობის – „აპელაციის“ შესახებ, რომელიც მართლმადიდებელ სხეულში მრავალგზის და სხვადასხვანაირად გამოვლინდება ხოლმე. იმ დიაკონურ ვალდებულებებიდან სულ მცირე, რომლებიც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს გააჩნია, არის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალური ეკლესიების დაარსება. თუ ჩვენი საპასუხისმგებლო ადგილი ეჭვქვეშაა, უნეტარესო ძმაო გესმით შესაბამისი შედეგებიც.

გვჯერა და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი ადგილიდან, რომელიც გაგვაჩნია, შეუძლებელია ის წმინდა პასუხისმგებლობები მოვიხსნათ, მაგრამ ასევე არ ვიღებთ იმათგან იმ ბრალდებებს, რომლებიც თვითონ არ იცავენ და ბრალს სდებენ ქრისტეს წმინდა ეკლესიას, რომ თითქოს ის უგულებელყოფს აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდურ სისტემას. მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ სცდება, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში სინოდურობა არ არის რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის მსგავსი სისტემა, ხოლო მასთან რაიმე სახის მიმსგავსება ან პარალელის გავლება ჩვენ ყველას გვაბრკოლებს. ეკლესიის სინოდში გამოხატულება გახდა ჭეშმარიტი საყრდენი მისი ინსტიტუტიციებისა და სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება სინოდურობა შედარდეს პარლამენტარიზმთან, უფრო მეტიც, მის გადახვევას უკიდურეს პოპულიზმში (ლაიკიზმი) ეკლესიაში შემოაქვს უკიდურესი ფანომენები, რომლებიც დროთა განმავლობაში წარმოადგენდნენ არასასურველ შედეგებს ჩვენი წმინდა რწმენისათვის.

ნუ გვრცხვენია ვაღიაროთ, რომ რიცხვობრივი უპირატესობა არასდროს ყოფილა მართლმადიდებლური ეთოსის განმსაზღვრელი, მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა ან სიდიდე. რა თქმა უნდა, ჩვენც გვეხება ყველა მსგავსი სახის საკითხები, რომლებიც საერთომართლმადიდებლურ ერთობას შეეხება, მაგრამ ეკლესია არ არის უსაფუძვლო, ან უინსტიტუციო სისავსე. ერთობა ეკლესიის მისტერიის (საიდუმლოს) ჯანმრთელი განცდის გარეშე სინამდვილეში მიექანება ღრმა დაყოფისკენ. ჩვენ ყველასი და რა თქმა უნდა, წყალობითა ღმრთისათა, წმინდა ტეტრარქიის პრესვიგენულ ეკლესიათა პატრიარქების მოვალეობაა დავიცვათ ის მემკვიდრეობა, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი გამოსავალი არსებული საერთომართლმადიდებლური საკითხების შესახებ, მაგრამ ის საკითხები, რომლებიც სცდება ადგილობრივ გადაჭრას, არსებითად შეუძლებელია ჩვენი (პრესვიგენული საპატრიარქოების) მონაწილეობის გარეშე ამის აღსრულება.

არ შეგვიძლია გავიზიაროთ ახლადგამოჩენილი თქვენს მიერ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები, რომლებიც ეკლესიას არასდროს მიუნიჭებია თქვენს საპატრიარქო საყდარზე, ისე როგორც „დედა ეკლესიის“ სტატუსი, ისევე როგორც ის, რასაც თქვენს პირველ წერილში გვწერთ: „და მართლმადიებელ ეკლესიებს შორის არსებული ხიდი, რაზეც გაივლიან და ერთსულოვნად გადალახავენ დროის დაბრკოლებებს“. პრესვიგენული პატრიარქების მათთან შეუსაბამო ვალდებულებების აღება და ყოველგვარი გადახვევა ეკლესიისთვის შობს მხოლოდ საფრთხეს.

აქედან გამომდინარე ავღნიშნავთ, რომ საეკლესიო ერთობა და მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიწმინდისმიერი ყოფნა მოითხოვს მსხვერპლსა და განსაკუთრებულ იკონომიას მრავალთა საცხონებლად. ეკლესიას მის სხეულზე არასდროს განუკურნებია ჭრილობები და პრობლემები სიმკაცრითა და უპირატესობის შეგრძნებით მისი შემცდარი შვილების მიმართ, არამედ პირიქით, ღრმად გრძნობდა მის მოვალეობას, რომელიც სრულიად იგივდება იმასთან, რაც უფალმა გააკეთა, სამეუფეო საღმრთო იკონომიიდან ჯვრამდე და დამარხვამდე აღდგომის იმედით დარწმუნებულნი.

განსაკუთრებით მოგმართავთ, უნეტარესო წმინდა ძმაო, ამ არასასურველი შემთხვევის გამო, იძულებული ვართ შეგახსენოთ, არა იმიტომ, რომ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ, არამედ თავმდაბლობითა და უბრალოებით, ქრისტეს დიდი ეკლესიის ის მსხვერპლი და დაუღლელი მცდელობები, რათა დაეცვა და შეენარჩუნებინდა თქვენი წმინდა ინსტიტუცია [ე.ი. იერუსალიმის საპატრიარქო-ნ. გ.] მრავალი საუკუნის მანძილზე…

არცერთ ნეტარხსენებულ იერუსალიმის პატრიარქებს არ უგრძვნიათ რაიმე სახის დამცირება, როდესაც დროთა განმავლობაში მსოფლიო პატრიარქებისგან ითხოვდნენ მათი უფლებების დამტკიცებას, ასევე უწმინდესი სალოცავებისა და მსოფლიოს მაშტაბით არსებული იერუსალიმური წმინდა ადგილების შესახებ. ასევე პირიქით, მსოფლიო პატრიარქები თავს ვალდებულად თვლიდნენ აღესრულებინათ ის პასუხისმგებლობა და პატივი, რაც გააჩნდათ ღმერთის წმინდა ეკლესიების მიმართ, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ მათ დაქვემდებარებას ცდილობდნენ. ჩვენი ისტორია სავსეა ასეთი წმინდა საქმეებით. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ მათი (ჩვენი წინაპრების) ცრემლები, ნევიულობა, განცდები და უწყვეტი ლოცვები კრავის წინაშე წაგვიძღვება ჩვენი წმინდა და პატივცემული საპატრიარქო ინსტიტუციების ხსნის გზისკენ. ჩვენს მიერ ეს მცირედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი მხრიდან პრობლემის შეხსენებას თქვენი ღვთაებრივი უნეტარესობის მიმართ და დარწმუნებული ვართ, რომ მოიქცევით ისე, როგორც საჭიროა, რათა თავიდან ავირიდოთ უარყოფითი შედეგები მართლმადიდებელი ეკლესიიის დასაზიანებლად და უხილავი და ხილული მტრების გახარებას. ამის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ თქვენთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის და თქვენი ინიციატივის მიერ გამოწვეულ საკითხების უფრო გასაგებად გასახდომად. ქრისტესმიერ ძმურად გულმხურვალედ გეხვევით.

გეხვევით და ვიტოვებთ თქვენს მიმართ სიყვარულსა და განსაკუთრებულ პატივისცემას.

თქვენი უნეტარესობის ქრისტესმიერი საყვარელი ძმა

კონსტანტინოპოლელი ბართლომეოსი

2020 წლის 25 თებერვალი

თარგმანი: ნიკოლოზ გურგენიძე

ორიგინალს მიახლოებული თარგმანი

banner
წინა სტატიაშივაჟა ნოზაძის მხრიდან ელისო კილაძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება