თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

ასევე დეზინფექცირება უტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრებს, ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს.

დღეიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ ასევე უმაღლესი სასწავლებლები. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადეს. დღეიდან ამ სასწავლებლებშიც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პატრიარქი იერუსალიმის პატრიარქს რუსეთის დაკვეთის შესრულებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება