მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შვეულმფრენმა კატასტროფა კალიფორნიაში განიცადა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბრაიანტი კერძო შვეულმფრენით მგზავრობდა.

მასთან ერთად, ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

კობი ბრაიანტმა თავისი 20-წლიანი კარიერა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაატარა და ხუთჯერ გახდა „ენბიეის“ (NBA) ჩემპიონი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქართველი მორაგბე დაიღუპა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა