საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქართველი მორაგბე დაიღუპა

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქართველი მორაგბე დაიღუპა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. თანაგუნდელებმა აღნიშნულის შესახებ თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ.

მომხდარის გამო, თამაში არ შედგა.

ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა. განაცხადება გაავრცელა თავად კლუბმაც.

banner
წინა სტატიაშიუმძიმესი ავარია ქვიშხეთთან – მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიამსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა