მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: კორონავირუსი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი “დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის”. ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა.

“შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის”, – განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა. მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.

“ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა. ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება”, -დასძინა გებრეისუსმა.

banner
წინა სტატიაში“არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს” – ნათია თურნავა გიგი უგულავას დაკავებაზე
შემდეგი სტატიაირლანდიის პარლამენტში პარტია “ფიანა ფეილმა” ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა