ირლანდიის პარლამენტში პარტია “ფიანა ფეილმა” ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა

ირლანდიაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო მონაცემებით, 160 ადგილიან პარლამენტში ყველაზე მეტი – 38 მანდატი “ფიანა ფეილმა” (Fianna Fáil) მოიპოვა. მეორე ადგილზეა პარტია “სინ ფეინი” (Sinn Féin) 37 მანდატით, ხოლო მესამეზე – პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარის პარტია “ფინე გელი” (Fine Gael) – 35 მანდატით. როგორც ჩანს, მმართველი უმრავლესობისთვის საჭირო 80 მანდატის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესძლო, ამიტომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას.

არჩევნებამდე, ორივე Fine Gael და Fianna Fáil აცხადებდნენ, რომ Sinn Féin-თან კოალიციაში არ შევიდოდნენ. Fine Gael-ის ლიდერის, ლეო ვარადკარის თქმით, “ნაძალადევი ქორწინებით, კარგი მთავრობა ვერ შეიქმნება”. Sinn Féin-ის ლიდერი მარი ლუი მაკდონალდის განცხადებით კი, მისი პარტია შეეცდება მთავრობა დამოუკიდებელ კანონმდებლებთან და პატარა მემარცხენე პარტიებთან ერთად ჩამოაყალიბოს, მაგალითად როგორებიც არიან “სოციალ დემოკრატები” და “მწვანეები”.

ცნობისთვის, ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 8 თებერვალს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: კორონავირუსი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის
შემდეგი სტატიამაშველებმა თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს