მსოფლიო ბაზარზე ბენზინის ფასმა დაიკლო

იუხედავად OPEC-ში მიღწეული შეთანხმებისა, ნავთობის მოპოვების შემცირებასა და მსოფლიო ნავთობის ფასების დასტაბილიზირებაზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მაინც დაეცა.

ნავთობის ფასების დაცემა მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულმა ფედერალურმა სარეზერვო სისიტემამ საბაზო საპროცენტო განაკვეთი გაზარდა… ამ ფაქტმა Brent-ის ტიპის ბენზინის ფასი ბარელზე 54 დოლარზე ქვემოთ ჩამოწია. ელიტარული მარკის ბენზინი (Brent) კი -მსოფლიოში ყველა სხვა მარკის საწვავის ფასების ზრდისა თუ კლების ტენდენციას განაპირობებს.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისიტემამ, რომელიც ქვეყანაში ეროვნული ბანკის ფუნქციას ასრულებს, სბაზო საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 0,5-დან 0,75-მდე გაზარდა.

banner
წინა სტატიაშიშაქრო კალაშოვს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს
შემდეგი სტატია13-14 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი შედგა