მშვიდობის ხიდის მოვლა წელიწადში 469 ათას ლარზე მეტი ჯდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 12, 2018 11:37

მშვიდობის ხიდის მოვლა წელიწადში 469 ათას ლარზე მეტი ჯდება

მშვიდობის ხიდის მოვლა წელიწადში 469 ათას ლარზე მეტი ჯდება. თბილისის ბიუჯეტიდან ხიდის მოვლა-დასუფთავებისათვის ყოველწლიურად 469,528 ლარი იხარჯება. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “აი ფაქტი” აქვეყნებს. მონაცემების გამოქვეყნებისას ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეყრდნობა.

მშვიდობის ხიდი ოფიციალურად 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. ის მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის მდებარეობს და ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი (შსს ახალი შენობის და პრეზიდენტის სასახლის ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი – ფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე შსს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი).

ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 12, 2018 11:37