,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, საუბარი შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. შეხვედრას ესწრება ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი.