მშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ

მშვიდობა მოგვიტანს ჩვენ ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 10 წლის წინათ რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა, ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

„რუსული აგრესია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, არის გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე არის მშვიდობა, არის ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, არის ევროპული ხარისხისა და ევროპული ფილოსოფიური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს. მე ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი შეხვედრები მქონდა ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს დები, ძმები, მშობლები. მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განწყობა არის ერთი, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა მოგვიტანს ჩვენ ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბახტაძე: გუბერნატორების წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა