მრავალშვილიანი ოჯახის სულის შემძვრელი რეალობა მარტვილში – დედა დახმარებას ითხოვს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში მცხოვრები ვეფხვია კვაშილავას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ოჯახის დიასახლისი მელანო სალუქვაძე ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებს, თავის მეუღლესთან და ოთხ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. მისივე თქმით, სახლი სადაც ისინი ცხოვრობენ ავარიულ მდგომარეობაშია და ცხოვრებისთვის საშიშია.

 

 

როგორც მელანო სალუქვაძე აცხადებს, წვიმის დროს შიგნით ისე წვიმის როგორც გარეთ. ამ ზამთარს კი თოვლის მოსვლის ეშინიათ, რადგან მათი სახლის სახურავი  თოვლს ვერ გაუძლებს. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც თითქმის არაფერში ყოფნით. ოჯახის დიასახლისის თქმით, მან თავისი ოჯახის პრობლემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა მათთვის პასუხი დღემდე არავის გაუცია.

 

ავტორი: აკო ქიქავა

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: 31 ოქტომბრის არჩევნებით არ დაწყებულა და არც დამთავრდება გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები
შემდეგი სტატიაპოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას ” ლიდერმა დღეს თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა