კახა მიქაია: 31 ოქტომბრის არჩევნებით არ დაწყებულა და არც დამთავრდება გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები

31 ოქტომბრის არჩევნებით არ დაწყებულა და არც დამთავრდება გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები…

არამგონია, გარეჯის თემის აქტუალიზირებით, ან ხელისუფლება ან ოპოზიცია, ბოლომდე ათვითცნობიერებდეს იმ საფრთხეებს, რაც ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს ახლო მომავალში…

ამიტომ, დღეს, ამ პოლემიკაში საზოგადოების მხრიდან გარკვეული ადამიანების ჩართვა, აბსოლუტურად გულწრფელი მიზნით, გაარკვიონ ორივე მხარე პრობლემის არსში, ვფიქრობ, ფუჭი შრომაა და მეტი არაფერი…(ფბ-პათეტიკას, სადღეგრძელოებს და პროცესში ,,ახალი გმირების” აღმოჩენის მცდელობას არ ვგულისხმობ)

ცალსახაა, რომ თემა წინასაარჩევნოდაა შემოგდებული, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გაშავებას და მისთვის მოღალატის იარლიყის მიწებებას ემსახურება მხოლოდ!
თორემ, ამ თემის აქტულიზაციას, არც არჩევნებამდე შეუშლიდა ვინმე ხელს!

თუმცა, უკვე სხვა მოცემულობის წინაშე ვდგავართ!

31 ოქტომბრისთვის, ,,ქართულ ოცნებასა” და ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის პოლიტიკური დაპირისპირების ხელოვნური ესკალაცია, შესაძლოა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდეს და არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა საარჩევნო ვნებები დაცხრება, ადვილი მოსალოდნელია, გარეჯთან დაკავშირებული გაუგებრობა, ჩვენს საომარ მდგომარეობაში მყოფ სტრატეგიულ პარტნიორთან ისეთ მაღალ რეგისტრში აღმოჩნდეს, რომ ქართულ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდეს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული სადაო საკითხის საბოლოოდ მოგვარება…

P.S.
ხელისუფლების მხრიდან
ორი კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებისა და უკომპრომისობის დემონსტრირება, ცოტა გამაღიზიანებელია, სასაცილო და ამავე დროს ტრაგიკული-აცხადებს კახა მიქაია “თაიმერთან” საუბარში.

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი – სასულიერო პირებს გვაქვს შეთანხება, რომ არ არის სწორი, ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები დავით გარეჯის თემაზე
შემდეგი სტატიამრავალშვილიანი ოჯახის სულის შემძვრელი რეალობა მარტვილში – დედა დახმარებას ითხოვს