,,მრავალი განსაცდელი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ გადარჩა და ღვთის მადლით გამარჯვებული იქნება”

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეფასებით, დავით მეფის ბრძოლა გოლიათთან და მისი გამარჯვება საქართველოს სიმბოლოა. დღეს, წმინდა დავით მეფის ხსენების დღეს, პატრიარქმა მის ცხოვრებაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ დავით მეფე ბრძოლის და გამარჯვების სიმბოლოა. “თქვენ იცით, რომ დავით მეფეს ჰქონდა ბრძოლა გოლიათთან – ამ უზარმაზარ კაცთან. გოლიათის მხარეს იყო ჯარი და ფიზიკური ძალა, ებრაელების მხარეს იყო სიმართლე და მადლი ღვთისა და დავითმა გაიმარჯვა. ეს არის სიმბოლო საქართველოსი. მრავალი განსაცდელი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ საქართველო გადარჩა და მომავალშიც გადარჩება, გადარჩება და გამარჯვებული იქნება ღვთის მადლით”, – ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/361556-ilia-meore-mravali-gansacdeli-hqonda-saqarthvelos-magram-gadarcha-da-ghvthis-madlith-gamarjvebuli-iqneba.html

banner
წინა სტატიაშიგლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა