მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს არ აღიარებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულებიდან ორი ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთის უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქალაქო სასამართლო დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს, თუმცა საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია, ამიტომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ადვოკატის მერაბ მამულაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც უარყობს ბრალდებას, თუმცა გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ იციან.

5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ კალანდია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ყველას გაუქრა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ტრაგედიის შემდეგ ვინმე დაუსჯელი დარჩენილიყო
შემდეგი სტატია“ფედერაციიდან ვართო… მოკლულია ჩემი ქმარი”- გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე გვარებს ასახელებს