გიორგი კვირიკაშვილი – ყველას გაუქრა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ტრაგედიის შემდეგ ვინმე დაუსჯელი დარჩენილიყო

ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს არ განხორციელდეს, ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც მათ შორის იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მე მგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი მაინც არის ის, მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ ის გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს არ განხორციელდეს, ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც, მათ შორის იყოს დაცული, რათა მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვის გაშვება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენ შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ. მათ აქვთ იდეებიც, აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ჩვენი დამოკიდებულებისგან ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ხოლმე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს“
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს არ აღიარებს