“ფედერაციიდან ვართო… მოკლულია ჩემი ქმარი”- გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე გვარებს ასახელებს

ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს და მკვლელობა სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.

”გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეული. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ“, – აცხადებს ტუღუშის მეუღლე ეკა ტუღუში.

დედის, მანანა ტუღუშის განცხადებით კი, მის შვილთან ფედერაციიდან იყვნენ მისული.

”აქ იყვნენ მოსული, ჩემი შვილი იკითხეს, ტელეფონს არ პასუხობდა. მოსული იყვნენ, ფედერაციიდან ვართო. ორი ბათუმიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არ ვიცი”, – განაცხადა მანანა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გუშინ, მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს. ის ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატიაირმა ჭკადუა: ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს