მოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე დიპლომატებს ხვდება

მოზარდების მკვლელობის საქმე – თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
იურისტებთან ერთად სარალიძე დიპლომატებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება.

შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და ზაზა სარალიძის ინიციატივით იმართება.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე აღარ განიხილება
შემდეგი სტატიაშსს სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის ბრალდებული ერთი პირი დააკავა