შსს სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის ბრალდებული ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის
ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის
მუქარით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა,
რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ 2 დღის წინ მუხიანში სადღეღამისო
ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის
მუქარით 200 ლარი გაიტაცა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე დიპლომატებს ხვდება
შემდეგი სტატიაე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან ორი ადგილობრივი დააკავეს