გიორგი კანდელაკი : მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე აღარ განიხილება

მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე აღარ განიხილება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,როცა ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი გაქებს, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე – დასავლეთსა და რუსეთს შორის, როცა შეერთებული შტატების თუ მსოფლიო ლიდერები შეხვდებიან პუტინს, საქართველოს საკითხი აღარ წამოიჭრება”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გუშინ, ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნელ-ნელა უმჯობესდება.

„როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოთქვა დაინტერესება იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობები იმ ღრმა კრიზისიდან გამოეყვანა, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილმა ჩააგდო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ყველასათვის ნაცნობი პოზიტიური შედეგი მოიტანა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაში4,6კგ ოქროსა და 50,2კგ ვერცხლის ნაკეთობები – დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე დიპლომატებს ხვდება