მოზარდების დაჭრა თანხის გამოძალვას უკავშირდება?

წითელ ბაღთან დაჭრილი ერთ ერთი მოზარდის ბიძა აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდოდ თანხის გამოძალვას უკავშირდება. მერაბ მორჩაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი მე-12 კლასელს უცხო პირებმა ფული მოსთხოვეს.
„ეს ბავშვი არის ფეხბურთელი, მასწავლებლები-ფეხბურთი, რომ გითხრათ, რომ ქუჩაში რაღაც დროს ატარებს, დროც არ აქვს. ვერ გეტყვით რის გამო შეიძლება მომხდარიყო. მე ბევრჯერ გაგონილი მაქვს, რომ ფულის თხოვნა იციან ქუჩაში, ასეთი რაღაც თუ მოხდა. რეპეტიტორთან, მასწავლებელთან მიდიოდა,“-განაცხადა მერაბ მორჩაძემ.

 

წყარო “კურიერი”

banner
წინა სტატიაშიმანანა მანჯგალაძე ჟურნალისტიკაში ბრუნდება
შემდეგი სტატიაგაზპრომის წარმომადგენელს სასამართლოში დაიბარებენ – საქალაქო სასამართლომ ენმ-ს სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო